მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი  ამომრჩევლებთან შეხვედრებს  განაგრძობს

მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი  ამომრჩევლებთან შეხვედრებს  განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი, ზაურ დარგალი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

კანდიდატი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობს და მათ საჭიროებებს ეცნობა.

როგორც კანდიდატი, აღნიშნავს,მოსახლეობის საჭიროებები ძირითადად სოციალურ და ყოფით საკითხებს ეხება, რომელთა გადაჭრას ზაურ დარგალი უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ზაურ დარგალი ადგილობრივებს იმ პროექტებს აცნობს, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში, წელს ახორციელებს.