მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში პარიზია, საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში სპეცრაზმია მობილიზებული. მაღაზიებსა და რესტორნების მფლობელებმა ფასადები ხის ფიცრებით აჭედეს.
პარიზი ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციისთვის ემზადება. 74 ათასი ადამიანის დღეს ქუჩაში გადასახადების შემცირების მოთხოვნით გამოდის.
ამ მოთხოვნით მანამდე გამართული ყველა აქცია შეტაკებებით და მოლოტოვის კოქტეილების სროლით დასრულდა, ამიტომ დღეს საფრაგეთში დიდ არეულობას ელოდებიან.