პუტინთან კამათისას ჩინეთში მყოფმა ლუკაშენკომ სკამი ისროლა?!

პუტინთან კამათისას ჩინეთში მყოფმა ლუკაშენკომ სკამი ისროლა?!

ბელორუსული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პეკინში მიმდინარე სამიტი ვლადიმირ პუტინთან კონფლიქტის გამო დროზე ადრე დატოვა. ბელორუსის მმართველის თვითმფრინავი 26 აპრილს ჩინეთიდან გამოფრინდა და მინსკისკენ გაემართა, ლუკაშენკო ოფიციალური შეხვედრების დასრულებას არც კი დაელოდა.

თვითმფრინავის გადაადგილება დასტურდება PlaneFinder-ის საიტზეც, რომელიც თვითმფინავების მოძრაობას აკონტროლებს. იქ ნაჩვენებია, რომ ბორტი EW-001PB მინსკში 26 აპრილს ღამით გაფრინდა.

"ლუკაშენკომ გამოტოვა შაბათს დაგეგმილი ყველა ღონისძიება. ეს იყო პასუხი პუტინის მიერ მის შეურაცხყოფაზე, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა მასთან შეხვედრას თავი აარიდა", - განაცხადა ჟურნალისტმა სერგეი დოენკომ ლუკაშენკოს ქმედებასთან დაკავშირებით.

ამავე დროს Twitter-ზე და Facebook-ზე მომხმარებლები ლუკაშენკოს დემარშის სხვა ვერსიასაც განიხილავენ.

„პეკინში პუტინთან კამათისას ლუკაშენკომ სკამი ისროლა, სასტუმროში შევლის გარეშე გაემართა აეროპორტში, ჩინეთის მეთაურმა ღონისძიება შეაჩერა, დაურეკა ლუკაშენკოს, თუმცა მან არ უპასუხა, ლუკაშენკო მინსკში გაფრინდა და 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე ჩასვლაზაც გადაიფიქრა.“

„პეკინში ვიზიტისას, პუტინთან მოკლე, მაგრამ დაძაბული შეხვედრის დროს ლუკაშენკომ სკამი გატეხა, სწრაფად დაბრუნდა მინსკში და მოსკოვის ე.წ „თხუნელების“ დაკავება დაიწყო. დაპატიმრებულია უშიშროების საბჭოს მდივნნის მოადგილე ანდრეი ვტიურინი და ბელტელეკომის ხელმძღვანელი. „ბატკა“ საბოლოოდ მიხვდა, რომ „ან ყველაფერი, ან არაფერი“" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.