“გამოამჟღავნეთ პატივისცემა და შემდეგ მოგცემთ ხოლმე სიტყვას”

“გამოამჟღავნეთ პატივისცემა და შემდეგ მოგცემთ ხოლმე სიტყვას”

ბატონო ირაკლი, შენიშვნები დაიტოვეთ, ტაშს რომ გიკრავენ მათთვის, – ამ სიტყვებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რის შემდეგაც მას ირაკლი კობახიძემ მიკროფონი გამოურთო.

“გამოამჟღავნეთ პატივისცემა და შემდეგ მოგცემთ ხოლმე სიტყვას”, – განაცხადა კობახიძემ გედევან ფოფხაძის პასუხად.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვა პოლიტიკური დებატების ფონზე წარიმართა. საპარლამენტო ოპოზიციამ “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნება მოითხოვა.