პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 87 ხმით მიიღეს. პროექტის წინააღმდეგ 33-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
მესამე მოსმენით განხილვას წინ პოლიტიკური დებატები უძღვოდა – საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენაზე დაბრუნება მოითხოვა, რაც უმრავლესობამ არ გაიზიარა.