“პანკისთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ კონკრეტული დავალება პრემიერისგან და ამ დავალებას შევასრულებთ”

“პანკისთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ კონკრეტული დავალება პრემიერისგან და ამ დავალებას შევასრულებთ”

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან კონკრეტული დავალებები გაიცა.

როგორც გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამავე საკითხზე დეტალურად 2 მაისს, პარლამენტში ისაუბრებს.

„პანკისთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ კონკრეტული დავალება პრემიერისგან და ამ დავალებას შევასრულებთ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში. უფრო დეტალურად პანკისთან დაკავშირებით ხვალ, პარლამენტში ვისაუბრებთ”, – განაცხადა გახარიამ