“17 მაისის “ოჯახის სიწმიდის დღეზე” ცეკვა სუხიშვილებს ძვირად დაუჯდებათ”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ლევა სუთიძე სოციალურ ქსელში – “ფეისბუქის” წერს.
“ყველას, ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, ესმის, რომ კათალიკოზის შავბნელი იდეა დღესასწაულობს არა ოჯახს, არამედ ძალადობასა და სიძულვილს.
სამარცხვინო ჰომოფობიის მხარდაჭერა არავის შერჩება. თამარ ივერთან გაიკითხეთ”, – წერს სუთიძე “ფეისბუქზე.”
ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამის პარალელურად, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. ბროშურაზე “ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა” ვკითხულობთ, რომ 17 მაისს დაგეგმილ გალა კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები. ასევე, იცეკვებს ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.
დავითიანნი აცხადებს, რომ “პატრიარქმა ეს დღე ლგბტ მოძრაობისგან თავის დასაცავად დააარსა, ოჯახის სიწმინდის დღეს კი უნდა იქნეს გამოხატული საქართველოს მოსახლეობის მკაფიო ნება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და არა ორი დაქორწინებული მამრის ან მდედრის”.
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ამ კონცერტში მონაწილეობას არ იღებს ნინო ქათამაძე, ის გამოცემა “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა დასძენს, რომ განსხვავებულობის გამო ადამიანების ჩაგვრა არ შეიძლება. მისივე თქმით, კონცერტის დღეს ის საქართველოშიც არ იქნება, შესაბამისად მონაწილეობასაც ვერ მიიღებს, რასაც უმცირესობების წარმომადგენელთა დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.
ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი უფლებადამცველელები დაუშვებლად მიიჩნევენ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას, რადგან მათი თქმით, ეს დღე არის ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და მიზანმიმართულად მიმდინარეობს ამ დღის დაკნინება.
"სუხიშვილების" საქმე გარკვეულია, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს რა ეშველება, ზუსტად იგივე რომ ულაპარაკნია, რასაც ქართველი "ჰომოფობები" ვიძახით ამდენი წელი: არავის აინტერესებს, რას აკეთებთ ლოგინში (ჩვენ ვამბობთ - სარიც გითხრიათო!), მაგრამ არ არის საჭირო ქუჩაში გამოვარდნა, დემონსტრაციების მოწყობა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაო!..
არ ესმით! არ აწყობთ, რომ ესმოდეთ!..
"- ღმერთო, გვესროლე ერთი ტაბურეტკა! "
(ციტატა უცნობის კომენტარიდან)