“ფრთხილად!”

“ფრთხილად!”

სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, პიარ-ტენნოლოგი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში გარეჯში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

“კონფლიქტები მაინც მესმის!

კლასიკური სცენარი ვითარდება გარეჯში, (ვისაც გვახსოვს როგორ იწყებოდა აფხაზეთი)

ახლა ჩავალთ გასაპროტესტებლად, ერთ-ორს დამიზნებით მოკლავენ და ომში ვართ!  მთავარი მიზეზიც ვიცი, მაგრამ ამაზე შემდეგ…

ფ რ თ ხ ი ლ ა დ! –  ჩვენი განახევრებული პოპულაცია ომს ვეღარ გადაიტანს!

P.S. არ დამიწყოთ ახლა “ფეისბუქლომობა”, კარგად მახსოვს თქვენნაირები სად იმალებოდნენ ყველა ომის დროს!

და კიდევ უნდა გვახსოვდეს,სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს კეთილმოსურნე მეზობელი! არა! ჩვენ არ ვართ შვეიცარია, რომ ნეიტრალიტეტის ფუფუნება გვქონდეს! ყველას ჩვენი მიწა უნდა!!!უკლებლივ ყველას! ამიტომ ფრთხილად !ყველა მხრიდან გვიტევენ! წესით უკვე კრიზისული საბჭო უნდა მუშაობდეს!!! არ არსებობს სპონტანურად ამდენი ცხელი კერა ჩნდებოდეს!“, – წერს ლალი მოროშკინა “ფეისბუქის” პირად გვერდზე, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: – “ყოველთვის არსებობს გონივრული გამოსავალი”

ცნობისთვის, დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ გაიხსნა. თუმცა, მესაზღვრეები აანონსებენ, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტება.