"პასკას ცხობის იქით ეს ქალი არ უნდა გაუშვა"

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თითოეული ნაბიჯით სახელმწიფოსთვის და ხელისუფლებისთვის პრობლემებს ქმნის. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი კი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის “ტვიტერის” პოსტის გაზიარება გახდა. ამიტომ კარგი იქნება თუ ზურაბიშვილი პასკის ცხობით დაკავდება.

“როგორც გავიგე, პასკის ცხობა სცოდნია ზურაბიშვილს და გამოაცხოს პასკა. აქაც ეჭვი მეპარება, ბევრი ქალი ვიცი, ვინც მასზე უკეთ გამოაცხობს პასკას, მაგრამ საერთოდ პასკას ცხობის იქით ეს ქალი არ უნდა გაუშვა, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. მე არ მახსოვს მისი სწორი ნაბიჯი, თუ რაღაც რიტორიკას არ ჩავთვლით, როდესაც რაღაც კოჭი გაუგორებია. მისი ქმედებები და საქციელი ძალიან სახიფათო ხდება”, – აცხადებს პოლიტოლოგი.

სოციალისტი ვახ როგორ შემჯავრდა ადამიანთა მოდგმა, საზოგადოება, ტელევიაზია, ინტერნეტი, ... ამ ხუხაშვილის შემხედვარე! ეს ვინ არის კაცო, პირად მტრად არ მოეკიდა საქართვცელოს პრეზიდენტს?! ამის მოსაწონი ხომ ვერავინ, ვერაფერი გააკეთა?!
6 წლის უკან
amo პრეზიდენტის მაგინებლები ყველა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლები ხართ, ხუხაშვილის ჩათვლით.
6 წლის უკან
Maverick რა გიკვირთ, ბიძინასი არ იყოს, სალომემ სახელო არ უბოძა ხუხას, ხუხ-უიზე გაუშვა, ძალიან ეტკწყინა და გამწარებული მომსახურების არედანაა გასული...
6 წლის უკან