ანა დოლიძე:

ანა დოლიძე: "მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში ვმუშაობდი, მერე მებაღედ, ნაყინის გამყიდველად..."

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, მისი პირველი სამსახური მეორადი ტანსაცმლის მაღაზია იყო და ეს მას დღემდე ეამაყება.

"მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდვლად ვმუშაობდი. ეს ჩემი პირველი სამსახური იყო. დღესაც მეამაყება ამის. შემდეგ წიგნების მაღაზიაში ვმუშაობდი ასევე გამყიდვლად. მეამაყებოდა, რადგან შემომქონდა ჩემი ფული. მანამდე ამერიკაში ვცხოვრობდი და იქ ხან მებაღედ ვმუშაობდი, ხან ნაყინის გამყიდვლად, ხან სათხილამურო შეჯიბრებებზე მსაჯად", - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ყველაზე რთული იყო პერიოდი, როდესაც მეტროსთან მაღაზიის ბროშურების დარიგება უწევდა და ძალიან კარგად ესმის იმ ადამიანების, რომლებიც დღეს იმავეს აკეთებენ.

"რთული იყო, როდესაც ტანსაცმლის მაღაზიის ბროშურებს ვარიგებდი მეტროსთან. იმის მერე, როცა მხვდებიან ადამიანები, რომლებიც ბროშურებს არიგებენ, ყოველთვის ვართმევ ამ ფურცლებს. ყველაზე რთულია, მიაწოდო ბროშურები ადამიანებს, რომლებიც დატვირთულები არიან თავიანთი ცხოვრების რეჟიმით, ხან ხელს აგიქნევდნენ, ხან გეუბნებოდნენ, არ მცალია"- აღნიშნა დოლიძემ.

tngh ქ-ნო ანა!!! თავს ნუ გვაცოდებ. ათასობით ადამიანი აკეთებს იგივეს, რასაც თქვენ წარსულში აკეთებდით... და არც არაფერი არ არის ამაში სათაკილო. სათაკილო თქვენს ბიოგრაფიაში უფრო "მეგრანტეობაა", ვინემ შრომა...
6 წლის უკან