„მე მივიღე გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება, რომ ის ოთხი პირი ვინც გირგვლიანი აიყვანა ოქროყანაში და სიკვდილამდე მიიყვანა, ისინი დავსაჯე და მიმაჩნია, რომ მივიღე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება" - განაცხადა იმედის თოქშოუში „პირისპირ" ლევან მურუსიძემ.
ამასთან, მისი თქმით, მაშინ მიაჩნდა, რომ გირგვლიანის საქმეზე აცილება არ იქნებოდა სწორი, რადგან საქმე სხვა კოლეგას უნდა განეხილა.
„ახლიდან რომ წარმემართა ჩემი ცხოვრება და ახლიდან დამეწყო, შეიძლება დავფიქრებულიყავი, ან სხვა პროფესია ამერჩია და არ გავყოლოდი ამ გზას. უბრალოდ მოხდა ისე, რომ მოვხვდი იმ ადგილას. შეიძლება აცილებაც შემეძლო მაგრამ მიმაჩნდა, რომ არ იქნებოდა სწორი, ვინაიდან მაშინ სხვა კოლეგას უნდა განეხილა ეს საკითხი, ამ გადმოსახედიდან, სხვა პროცესი ყოფილიყო, მაგრამ მე რადგან ვიყავი მოსამართლე. შეიძლება არ მიღირდა რეალურად ასეთი ცხოვრების გავლა, მაგრამ ეხლა ვერაფერს ვერ შეცვლი იმის შემდეგ, რაც მოხდა. რაც შეეხება იმას, გავაკეთებდი თუ არა ამას ახლიდან, რომ შემძლებოდა, თითოეული მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაზე აგებს პასუხს. მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ - სასამართლო რომელიც არის დღეს და ის კონტიგენტი, რომელიც მუშაობს დღეს - ადამიანები სიმართლეს პოულობენ. ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, ამიტომ როდესაც 2012 წელს რეალურად შეიცვალა ხელისუფლება და მაშინ თეა წულუკიანმა თავისი ინიციატივით სასამართლო კორპუსს მისცა თვითგამორკევის საშუალება, სასამართლო კორპუსმა დადო შედეგი და ეს შედეგი არის ის, რომელიც საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა"- განაცხადა ლევან მურუსიძემ.