ლევან მურუსიძე სულხან მოლაშვილის საქმეზე:
„მე ამოვწიე გარკვეული მასალები სადაც ბატონი სულხან მოლაშვილი აცხადებდა , რომ მის მიმართ ციხეში განხორციელდა წამება და ამ წამების საქმეში გიგა ბოკერიას ადებდა ხელს" - განაცხადა „იმედის კვირაში" ლევან მურუსიძემ.
მურუსიძე დაინტერესდა, რატომ არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება შალვა შავგულიძემ, რომელიც მოლაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავდა და ოჯახის ნდობით სარგებლობდა.
„ თქვენ იყავით მოლაშვილის ადვოკატი , იცავდით ოჯახის ინტერესს და სარგებლობდით ოჯახის ნდობით და შესაბამისად დღეს ხართ იმ პარტიის წევრი, რომელსაც ადებდა ხელს სულხან მოლაშვილი. აქ არის ორი შემთხვევა . ერთი თუ ეს მართალი იყო რასაც ადებდა ხელს , როგორ ფიქრობთ ვთქვათ ეს ერთი საკითხი და მეორე მიგაჩნიათ თუ არა , რომ მოცემულ შემთხვევაში ბატონი სულხანი ცდებოდა და არასწორად ადებდა ხელს. თქვენ მოგეცათ საშუალება ერთი წლის ვადა , რომ გაგესაჩივრებინათ ეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოვიტანე. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ ყოფილა ანუ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მე გამოვიტანე არის კანონიერ ძალაში .ეხლა, გავაგრძელებ , რაც შეეხება თქვენს შუამდგომლობებს არ უმსჯელია, არ უმსჯელია გასაგებია, რომ მპასუხობთ არ უმსჯელია , მაგრამ მე მიმაჩნდა რომ ის შუამდგომლობები რომელიც თქვენ გქონდათ დაყენებული სასამართლოს არც უნდა ემსჯელა და ის მტკიცებულებები , მატ შორის ექსპერტიზის დასკვნებზეც ეხლა კიდე გეტყვით .
საბოლოო ჯამში ყველა საქმეზე აღმოჩნდა , რომ მურუსიძის წინააღმდეგ მიდის ყველა კამპანია და მაინტერესებს თქვენ როგორც ადვოკატი და ინტერესების დამცველი ბატონი სულხან მოლაშვილის მისი განცხადება , რომ ის ციხეში დაექვემდებარა წამებას მიგაჩნიათ სიმართლედ თუ ის ამბობდა ტყუილს . მე თქვენი განცხადებაც მაქვს წაკითხული 2016 წელს თქვით, რომ როდესაც იცავდით მის ინტერესებს თქვენთვის ეს გვარები არ დაუსახელებია , მაგრამ ამ გვარებს ასახელებდა ის 2013 წელს და მემგონი უფრო მოგვიანებითაც .ამიტომ იქნებ მითხრათ ბატონო შალვა მოცემულ შემთხვევაში ბატონი სულხან მოლაშვილი თავის პოზიციაში იყო მართალი თუ საზოგადოებას აღნიშნული საკითხი ჩვენ , რომ შევხვდით თქვენ ახსენეთ ორი წლის უკანაც ეს საკითხი თქვენ წამოწიეთ მე მახსოვს, მაშინაც საუბრობდით ამ თემაზე და მე მინდა გითხრათ , რომ ჩემი განაჩენი, რომელიც მე გამოვიტანე კანონიერ ძალაში , სხვათა შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მორიგებით დასრულდა , სახელმწიფო მოურიგდა.
რადგან ადამიანი არის გარდაცვლილი ვერიდები საუბარს , მაგრამ რადგანაც ამ საქმესთან დაკავშირებით ჩემს მორალზე ლაპარაკობენ მეც მინდა რაღაცნაირად ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვა დაგისვათ" - განაცხადა ლევან მურუსიძემ.