"ეს ხალხი ცოტა ხნის წინ ლამის კაბა-შარვლებიდან ხტებოდა"

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის დემარშს ეხმიანება. "ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები სასესიო დარბაზში შესულ სალომე ზურაბიშვილს ფეხზე არ წამოუდგნენ.

პროტოკოლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მისულ პრეზიდენტს კანონმდებლები ფეხზე წამოდგომით ესალმებიან.

არც ისე დიდი ხნის წინ ეს ხალხი და მათი მხარდამჭერ/მოკავშირეები "პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობის" გამო, ლამის კაბა-შარვლებიდან ხტებოდნენ", - აცხადებს ანჯაფარიძე.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში იმყოფებოდა. მას ოპოზიცია ფეხზე არ წამოუდგა.