გასაკვირი არ იქნება ირაკლი ოქრუაშვილი და ეკა ბესელია პარტიას ერთად თუ შექმნიან,

გასაკვირი არ იქნება ირაკლი ოქრუაშვილი და ეკა ბესელია პარტიას ერთად თუ შექმნიან,

„დეჟავუ ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია და გასაკვირი ნამდვილად არ იქნება ირაკლი ოქრუაშვილი და ეკა ბესელია პარტიას ერთად თუ შექმნიან, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულშიც თანამშრომლობდნენ“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ირაკლი ოქრუაშვილი და ეკა ბესლაია პარტიას ქმნიან.

„ეკა ბესალიას სამომავალო გეგმებზე ვერაფერს მოგახსენებთ, ნამდვილად არ ვარ ჩართული პროცესებში და არც იმის თაობაზე მსმენია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი და ეკა ბესელია პარტიას ქმნიან. თუმცა, დეჟავუ ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია და გასაკვირიც არ იქნება ირაკლი ოქრუაშვილი და ეკა ბესელია ერთად პარტიას თუ შექმნიან, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წასრულშიც თანამშრომლობდნენ. ეს მათი პირადი გადაწყვტილება იქნება და ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

„პირადად მე და ჩემი თანამოაზრეები, რომლებიც ძალიან განაწყენებულნი არიან „ოცნებაზე“, არცერთ პოიტიკურ ძალასთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ. ველოდებით შუალედურ არჩევნებს და ვნახოთ რა შედეგით დასრულდება ეს არჩევნები. ამის შემდეგ ვაპირებთ დამოუკიდებლად შევქმნათ სახალხო მოძრაობა, რომელსაც სულ სხვა ამბიციები ექნება ამ ხელისუფლების შეცვლის“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ჭიჭინაძემ.