“ხანდახან დუმილი ოქროა…” – ჩაიჯიბა მორწმუნეთა ხმები!”

“ხანდახან დუმილი ოქროა…” – ჩაიჯიბა მორწმუნეთა ხმები!”

“დღეს არის სიყვარულის და იმედის დღესასწაული და ამიტომ, ბუნებრივია, რომ უწმიდესის ეპისტოლეში პირველ რიგში საუბარი იყოს სწორედ სიყვარულზე. ადამიანებს შორის ურთიერთობაზე, მიტევების და პატიების ძალიან დიდ ნიჭზე, სამშობლოს სიყვარულზე, თაობათა შორის ურთიერთობაზე. უწმინდესის ეპისტოლე, როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, იყო გაჯერებული სწორედ იმ მესიჯებით, რაც სჭირდება დღეს ქართულ საზოგადოებას ” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის განცხადებას ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა: – “ვსიო, ჩაიჯიბა მორწმუნეთა ხმები!” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა, პოსტის კომენტარებში კი დასძინა: – ” ვინც ამათ თავში ის ჩაუდო, რომ ეგეთი სისულელეები თუ არ თქვი, მოსახლეობა ხმას არ მოგცემს, ის მინდა ვიპოვო და პანჩურები ვურტყა”

“ლიბერალიზმის ლანძღვა გინებას რომ საჭირო მესიჯები არ უნდა უწოდოს ეგ ორჯერ ორი ოთხია… – იმ პარტიის ლიდერმა, რომელიც გვპირდება რომ ლიბერალურ დემოკრატიას ამყარებს” – “არაფერი არ თქვას – ა რ ა ფ ე რ ი” – “ხანდახან დუმილი ოქროა.”

“მე ვისაც ხმას ვაძლევ, არ მინდა რომ ლიბერალური დემოკრატიის გინებას საჭირო მესიჯად აცხადებდეს – სულ მცირე.”

“თუ დაცვა და ამბრაზურაზე გადაფარება არ უნდა, it’s ok – უფრო ხმამაღალი ხალხიც არსებობს და დავიცავთ. გმირობას არ ვთხოვ.”

“უბრალოდ იმ ვითარებას ნუ შექმნის, რომ მაგის სიტყვების გამო თავი გვქონდეს სამართლებელი – ეგ არაა ლიდერშიფი.”

Maverick მაგარია, განსაკუთრებით ამ ჩანგალა და გოგონას სცენაზე გამოვარდნა და დავლური...
6 წლის უკან