“როგორ ჰყავს გამწარებული ამ მაგარ ადამიანს ეს რეგვენი ნეხვისჭიები თავისი სიდინჯით, სიქველით და გონიერებით!..”

“როგორ ჰყავს გამწარებული ამ მაგარ ადამიანს ეს რეგვენი ნეხვისჭიები თავისი სიდინჯით, სიქველით და გონიერებით!..”

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ავრცელებს პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომელშიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეა გაკრიტიკებული.

ბერძენიშვილის აზრით,  “პატრიარქი და მისი ამალა ჯიუტად ერჩიან ცოდნას და 21- ე საუკუნეს”. მისივე განცხადებით, “შევარდნაძესთან ერთად უნდა დამთავრებულყო მისი მთავარი პარტნიორის – ილია მეორის ეპოქაც…”

ბერძენიშვილმა ეპისტოლეს წაკითხვის შემდეგ დაასკვნა, რომ – “სახიფათო ხასიათი მიიღო მისმა (პატრიარქის) ფსევდოპატრიოტულმა, ანტიდასავლურმა, საბჭოთა და გვიანი შუასაუკუნეების დროში ჩარჩენილმა მარაზმმა”. მისივე მტკიცებით, პატრიარქს არ სურს, რომ მართლმადიდებლობა ქართული ეროვნული რელიგია არ არის და რომ ქართველებს საკუთარი ღმერთი არ ჰყავთ.

დავით ბერძენიშვილის წერილს ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“ხოხოხოხო! როგორ ჰყავს გამწარებული ამ მაგარ ადამიანს ეს რეგვენი ნეხვისჭიები თავისი სიდინჯით, სიქველით და გონიერებით!.. ხტებიან საცვლებიდან პირდაპირ!

ისე რა უცნაურია არა?! –  არც ზვიად გამსახურდიას უყვარდა ეს კაცი და არც მის ჩ ა მ ო მ გ დ ე ბ ე ბ ს და სამხედრო ხუნტის რეალურ მომწყობებს ეხატებათ გულზე!

კანონიერი პრეზიდენტის იარაღით დამხობის მთავარი იდეოლოგებიც აგერ ღერა-ღერა იპუტავენ! ასეა! – ამ მართლა უდიდესი განსაცდელის ჟამს, ღმერთმა საქართველოს ერთადერთი ბრძენი და ჭკუადამჯდარი წინამძღოლი მოუვლინა – ჩვენი პატრიარქი ილია მეორე! გინდ ზვიადის პირობებში, გინდ ედუარდის დროს,  გინდაც მიშას პერიოდში გინდა ახლა – ამ კაცის  საოცარი გონება რომ არა, ეს ქვეყანა აღარ იარსებებდა!” – წერს სვანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.