საქართველოს პრეზიდენტი twiiter-ის შემდეგ, facebook-ის პოსტის გამო გააკრიტიკეს.
პრეზიდენტმა ერთ-ერთი facebook-გვერდის - „ხელოვნება და ისტორიკოსების" პოსტი გააზიარა, სადაც ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებია გამოქვეყნებული.
ზურაბიშვილი წერს, რომ „ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ".
საქართველოს პრეზიდენტის პოსტს საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში სალომე ზურაბიშვილს მომხმარებლები უხსნიან, რა წერია ანოტაციაში.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის Twitter-ის გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტი იყო გაზიარებული, სადაც ამერიკის პრეზიდენტი ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სასტიკად აკრიტიკებდა და დასცინოდა.
ამასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა და ტექნიკური გაუგებრობით ახსნა.