“შევარდნაძესთან ერთად უნდა დასრულებულიყო…”

“შევარდნაძესთან ერთად უნდა დასრულებულიყო…”

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ავრცელებს პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომელშიც უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე საკმაოდ მწვავედ არის შეფასებული.

ბერძენიშვილის აზრით,  “პატრიარქი და მისი ამალა ჯიუტად ერჩიან ცოდნას და 21- ე საუკუნეს”. მისივე განცხადებით, “შევარდნაძესთან ერთად უნდა დამთავრებულყო მისი მთავარი პარტნიორის – ილია მეორის ეპოქაც…”

“ეპისტოლე წავიკითხე და მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სახიფათო ხასიათი მიიღო მისმა ფსევდოპატრიოტულმა, ანტიდასავლურმა, საბჭოთა და გვიანი შუასაუკუნეების დროში ჩარჩენილმა მარაზმმა. პატრიარქმა რომ არ იცის და არც უნდა გაიგოს, რომ მართლმადიდებლობა ქართული ეროვნული რელიგია არ არის და რომ ქართველებს საკუთარი ღმერთი არ ჰყავთ, ცუდია ძალიან. რამდენიმე კონფესიამ საქართველოში მკვეთრად გაუსწრო თანამედროვეობის აღქმით…. პატრიარქი და მისი ამალა კი ჯიუტად ერჩიან ცოდნას და 21- ე საუკუნეს. დაიმსხვრევა ამათ ხელში ეს შეკოწიწებული ” ერთადერთი და განუმეორებელი”…. უცოდინრები…უსამართლოებიც – გნებავთ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში სინოდის წევრთა უმრავლესობის პოზიცია გავიხსენოთ და გნებავთ დეკანოზ მამალაძისადმი უღმერთო დამოკიდებულება…. შევარდნაძესთან ერთად უნდა დამთავრებულყო მისი მთავარი პარტნიორის – ილია მეორის ეპოქაც….პოსტსაბჭოურობის საწყისი ეტაპის ეს ორი ბურჯი პარტნიორობა/კონკურენციით აფერხებდა ქვეყნის განვითარებას… მომდევნო ხელისუფლებმაც გააგრძელეს ეს დახავსებული პოლიტიკა…ამის მიუხედავად, მაინც ვერ მოერევიან პროგრესს, ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე.

ძალიანაც მსიამოვნებს, რომ პატრიარქის, მისი შავბნელი ქვეშევრდომების პრორუსული თუ საქმოსნური საქმიანობის საჯარო მხილებით შევაჩვიეთ საზოგადოება მათი ნიღაბის ჩამოხსნას… ეს მართლა რელიგიის საქმეთა საბჭოთა რწმუნებულის ფუნქციის შემსრულებელი…”თვითმფრინავის საქმეზეც ისევე გაწირა 1984- ში სასულიერო პირი( ჩიხლაძე) სასიკვდილოდ, საბჭოთა სასამართლოში მისი პოზიციით, როგორც ახლა, დეკანოზ მამალაძეს წირავს მისი ”უპოზიციობით”. – აღნიშნულია განცხადებაში.

სოციალისტი ასეა, კაგებეს ნასადკობას რომ მიუტევებ ვიღაც გაზულუქებულ ვიგინდარას, მერე გაგითამამდება, ოჯახს, სამშობლოს და ბოლოს რჯულს შეგიგინებს!
6 წლის უკან
სოციალისტი ისე რომ იცოდეთ სააღდგომო რიტუალზე იგივე მსოფლიოს პატრიარქმა უკრაინისთვის მის მიერვე მინიჭებული ტომოსის მიუხედავად ლოცვის აღვლენის ნება არ მისცა ამ ეკლესიის წინამძღოლ ფილორეტს!
6 წლის უკან
mamuka მარაზმშია გადავარდნილი ეს ხალხი არა და რო კითხო ბევრს ჭკვიანი გონია , ბოღმა.................
6 წლის უკან
კახა ეს ბოღმა რესპუბლიკელები უყვარს კიარა, 1%-საც არ მოსწონს. რაც არიან სახეზეც ეტყობათ, დაბოღმილები და გაბოროტებულები. ერთი სული აქვთ მართლმადიდებლობა ამოძირკვონ საქართველოში. არაუშავს ეგენი კიარა შაბაბაზმა და აღა მაჰმად ხანმა ვერ შეგვაცვლევინა რწმენა. დიახ ქართველობისთვის მართლმადიდებლობა და სამშობლო ერთი იყო.
6 წლის უკან