“მოსაზრება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დაპირისპირებაა, არის ოპოზიციის ნარატივი და მისი პოლიტიკური ინტერესი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირალი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დეპუტატი ასევე შეეხო პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოხსენებას, რომელიც კვირის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
“მოხსენება იქნება ძალიან საინტერესო, თვითონ ანგარიში არის მრავლისმომცველი და არის შინაარსით დატვირთული. მე დარწმუნებული ვარ, როგორც კომიტეტზე იყო ძალიან მაღალი ინტერესი საკითხებისადმი, ასევე სესიის ფარგლებში ჩვენ შევეხებით ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში არსებულ რისკებს, გამოწვევებს, საფრთხეებს. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის წევრები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დაპირისპირებაა, ეს არის ოპოზიციის ნარატივი და მათი პოლიტიკური ინტერესი და არა რეალობა. აბსოლუტურად ყველა ძალოვანი უწყება კოორდინაციაშია
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში და საერთო ინტერესებს ემსახურება: ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ცხადია, ჩვენი ქვეყნის ოპოზიცის სურვილი არის, რომ ამ კუთხით რაიმე სახის კონფლიქტი არსებობდეს, მაგრამ ეს არის მათი მონაგონი და მხოლოდ სურვილი,“ – განაცხადა სესიაშვილმა.