"აზერბაიჯანელები ერთი ფეხით დგანან ჩიჩხიტურში და მეორის უდაბნოს მონასტერში დადგმას ცდილობს"

დავით გარეჯის ლავრის მამათა­ მონასტრის არქიმანდრიტი­ კირიონი­ ამბობს, რომ მომლოცველებსა და, რაღა თქმა უნდა, სასულიერო პირებს მიმოსვლის საშუალება ძველებურად მიეცათ, თუმცა მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები მონასტრებთან დამაკავშირებელ ბილიკებზე გაუგებარ გამაგრებით სამუშაოებს კვლავაც ეწევიან. ამიტომაც შეიძლება თამამად ითქვას, რომ მდგომარეობა­ მხოლოდ დროებით განიმუხტა.

"სანამ საზ­ღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია არ მოხდება, ეს პრობლემა არ მოგვარდება, რადგან­ დავითგარეჯაში აზერბაიჯანელების ფსევდო­მეგობრულ-მეზო­ბლური და "თავაზიანი" გამოხდომა პირველი არ ყოფილა და სავარაუდოდ­, არც უკანასკნელი იქნება. ფაქტია, აზერბაიჯანელი­ მესაზღვრე ერთი ფეხით უკვე დგას ჩიჩხიტურის მონასტერში და მეორის უდაბნოს მონასტერში მყარად დადგმას ცდილობს გარეჯის მრავალმთაში საბოლოოდ წელში გასამართავად.

აზერბაიჯანი თავისი ინტ­ერესების შესაბამისად მოქმედებს. ჩვენ რას ვაკეთებთ? ვიცავთ სახელმწიფოებრივ ინტერესს? ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, ერს, რომელსაც ისტორია არა აქვს, მიეცით გარეჯა და დიდებული ისტორია ექნებაო. ეს უმნი­შვნელოვანესი რელიგიურ-ისტორიული სივრცეა. აქ არ არის ჩვეულებრივი მონასტრული ცხოვ­რებისა და ყოფის ადგილი, ეს იყო სახელმწიფოებრივად სტრატეგიული ადგილი და დღემდე ასეთია. თუ ერი ამას ვერ აცნობიერებს, მას ცნობიერების კრიზისი აქვს", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" კირიონი.