ყაღაღობაში ეჭვმიტანილი სოხუმელი კაცი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, გალში დაიჭირეს

ყაღაღობაში ეჭვმიტანილი სოხუმელი კაცი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, გალში დაიჭირეს

გალის რაიონის სოფელ თაგილონში, საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის 1986 წელს დაბადებული სოხუმის მკვიდრი, ამჟამად თბილისში მცხოვრები, ზაზა შარია დააკავეს. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა შარია 2013 წელს გალის რაიონის პროკურატურამ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა.

ის ძებნაში 2014 წელსაც იყო, თოფურიების ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმის ბრალდებით. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ოჯახის წევრებმა მიიღეს ფიზიკური დაზიანებები და მათთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 340 ათასი რუსული რუბლი შეადგინა.