მომდევნო დღეები წვიმიანი იქნება, თუმცა ტემპერატურა არ დაეცემა

მომდევნო დღეები წვიმიანი იქნება, თუმცა ტემპერატურა არ დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აპრილს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 1-2 მაისს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

3-4 მაისს შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 მისს +26, +28 გრადუსი იქნება.