რომან გოცირიძე პატრიარქის საღდგომო ეპისტოლეთი უკმაყოფილოა და აგრესიულს უწოდებს

რომან გოცირიძე პატრიარქის საღდგომო ეპისტოლეთი უკმაყოფილოა და აგრესიულს უწოდებს

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე პატრიარქის 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლეთი უკმაყოფილოა და აფასებს, როგორც აგრესიულს.

“სპეციალურად წავიკითხე სხვადასხვა ეკლესიის სააღდგომო ეპისტოლეები. რამდენიმეს გამოვყოფ:

-რომის პაპის-ზოგადსაკაცობრიო, ტერორიზმი, შერიგება, მიტევება, სირია, ვენესუელა, ლიბანი, შრი-ლანკა, კონფლიქტი უკრაინაში და ა.შ.

-კონსტანტინეპოლის პატრიარქის-მართლმადიდებლურ იდენტობაზე, სიკვდილის შიშის დაძლევაზე, ამქვეყნიურ სიკეთეებზე გამოდევნების მავნებლობაზე, დაგმობილია ”ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ აღარ ვიქნებით”, მეცნიერებას და ეკონომიკას არ შეუძლია გამოსავლის მოძებნა და ა. შ. არცერთხელ ”ქრისტიანობა”, ყველგან( ბევრჯერ და ხაზგასმულად) ”მართლმადიდებლობა”.

-რუსეთის-ზოგადდოგმატური, კონკრეტიკის გარეშე.

-უკრაინის-დაწვრილებით არის მოთხრობილი აღდგომის ისტორია. ღმერთისადმი სიყვარულზე. არცერთი სიტყვა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე და სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე.

-სომხეთის-მშვიდობაზე, სიყვარულზე, სოლიდარობაზე, ერთობაზე, ოჯახის სიმტკიცეზე, ძლიერ სახელმწიფოზე.

-საქართველოს საპატრიაქო-მებრძოლი, აგრესიული, მტრის ხატის ძებნა, კუდიანებზე ნადირობა. ქვეყანაში შექმნილი ატმოსფეროს ეკლესიური გამოძახილია.”– წერს გოცირიძე.