"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისბუზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
"პირველ სექტემბერს რომ მიგვიხაროდა სკოლაში, ისეთი გრძნობით მივდივარ მომავალ კვირას პარლამენტში. სამშაბათის პლენარულ სხდომაზე განათლების და კულტურის კომიტეტი გემრიელ პასკებს დაგვირიგებს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი კი ნაკურთხ კოკა-კოლას.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი კიდევ ერთხელ დააყენებს პარლამენტის ეზოში ეკლესიის აშენების საკითხს.
ლაშა ჟვანიასაც ველით, სანამ წასულა, ცეცხლით ხელში. პრეზიდენტის სახელით დაგვლოცავს. სულის სიმხნევეს და ეკონომიკურ ზრდას გვისურვებს 5 პროცენტის ფარგლებში. "ღვისმშობლის წილხვედრი რომ არ ვყოფილიყავით, ამათ ხელში ხომ დაგვემხობოდა ქვეყანა თავზეო", ჩაიბუზღუნებს მავანი ოპოზიციონერი. სატანისტები ესენი", - წერს გორიციძე.