მამა პეტრე კოლხი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
"დავითგარეჯში საუკუნეების წინ აღდგომის ღამეს ექვსიათასი ბერი ეწამა. მონასტერს მაინც არ შეუწყვეტია არსებობა.ის როგორც საქართველოს გოლგოთა, მტკიცედ გადაჰყურებს საქრისტიანოს. "ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა... ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმსხვრევა... ვისაც ეს ქვა დაეცემა, გასრესს"!.. ვისაც შეგიძლიათ, დაადექით აღდგომის ღამეს დავითგარეჯის მონასტრის გზას. დავიცვათ ჩვენი სიწმინდეები. დავუდგეთ მხარში "მესაზღვრე ბერებს", - წერს პეტრე კოლხი.