პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას შალვა შავგულიძესთან არანაირი კავშრი აქვს ,,სტრასბურგმა საქმე რომ მიიღო გარკვეულმა “ფაქტორებმა” იმუშავა და შალვა საერთოდ არ ყოფილა მათი მონაწილე, კარგად იცის…” – წერს გია ვოლსკი
,,თავად შალვა შავგულიძის ან მისი პარტიის გაერთიანება კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან უკომენტაროდ შეგვიძლია დავტოვოთ. ფაქტი უკვე სახეზეა! არ შეეძლო საინიციატივო ჯგუფით გამოსულიყო?! არის კიდევ რამოდენიმე გარემოება, რაც, შესაძლოა ყურადღების მიღმა დარჩა: წესით სტრასბურგს არ უნდა მიეღო საქმე “ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ”. სწორედ შალვას მიერ არ იყო გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში, რითაც ზემდგომ ინსტანციებს უსამართლო განაჩენის რევიზიის შესაძლებლობა ფორმალურადაც კი მოუსპო, ანუ როგორც სტრასბურგი ითხოვს ყველა აუცილებელი ქმედება არ იყო ჩატარებული, რაც საქმის მიღებაზე უარის პირდაპირი საფუძველია! და ამას არავითარი გამართლება არა აქვს, ეს ფაქტია. სტრასბურგმა საქმე რომ მიიღო გარკვეულმა “ფაქტორებმა” იმუშავა და შალვა საერთოდ არ ყოფილა მათი მონაწილე, კარგად იცის… ის კი არა როდესაც ირინა ენუქიძე გარდაიცვალა, მოსარჩლეც უნდა შეცვლილიყო საქმის წარმოების გაგრძელებისათვის. ამ დროს “დაიკარგა” შალვა შვიდი თვის (!) განმავლობაში და ისევ “გარკვეული ფაქტორების” გამო გამოჩნდა და როგორც იქნა ახალი მოსაჩლე მხარე დაადგინა (სანდროს მამა). მერე აღმოჩნდა რომ პროცესზე ვერ გამოვიდოდა ენის არცოდნის გამო და არც შესაბამისი კვალიფიკაციის მთარგმნელს იცნობდა… მახსოვს ჯანდიერს მიყავდა საქმე….” -წერს გია ვოლსკი