„ეს ჩვენი მიწების ოკუპაციაა, ამჯერად ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან“

„ეს ჩვენი მიწების ოკუპაციაა, ამჯერად ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან“

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას ეხმაურება:

"ალბათ უკვე მთელმა საქართველომ გაიგო რომ გვართმევენ გარეჯის ნაწილს,"ჰა-ჰა 500 მეტრს" მაგრამ ფაქტია რომ გვართმევენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მიიწევენ წინ და ძალიან არადამაჯერებელია ის რეაქცია, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვხედავთ.

ჩემთვის ფაქტია ისიც, რომ ეს ჩვენი მიწების ოკუპაციაა, ამჯერად ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ეს ფაქტი ჩვენი მიწების წართმევის სიმძიმეს არ მიმსუბუქებს.

ბევრი შეიძლება ვწეროთ პოსტები, მაგრამ მხოლოდ პოსტების წერით აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ გაჩერდებიან. სამოქმედოა. ძალა ერთობაშია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - წერს დავით ქაცარავა ფეისბუქზე.

სოციალისტი ქაცარავა არის ვაჟკაცი ქართველი პატრიოტი კ ა ც ი, ერთ ათასმა ასეთმა კაცმა მაინც, რომ მოიყაროს თავი, ვერავინ ვერაფერ წაგვართმევს! მაგრამ ერთი - 1 ქაცარავა ვერ დაიცავს ჩვენ საზღვრებს!
6 წლის უკან