დაუჯერებლად გემრიელი ჰოლანდიური პასკა

დაუჯერებლად გემრიელი ჰოლანდიური პასკა

ინგრედიენტები

ფქვილი - 500 გ

რძე - 250 მლ

საფუარი - 20 გ

კარაქი - 50 გ

კვერცხი - 1 ცალი

კვერცხის გული - 2 ცალი (ზემოდან წასასმელად)

შაქარი - 175 გ

ნუში - 150 გ

თხილეული - 100 გ

ჩირები - 450 გ

რომი - 4 ს/კ

ლიმონის წვენი - 2 ს/კ

მწიკვი მარილი

მომზადების წესები

შეათბეთ რძე, დაუმატეთ საფუარი, შაქარი,მწიკვი მარილი,კვერცხი და ოთახის ტემპერატურისკარაქი. აურიეთ კარგად და დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ ნაზი ცომი,დადგით თბილ ადგილზე და დაახლოებით 1 საათი გააჩერეთ.

სანამ ცომს ველოდებით,მოვამზადოთ შიგთავსი.   ცუკატების დაუმატეთ რომი და გაათბეთ 2 წუთით მიკროტალღურ ღუმელში.    

დააბლენდერეთ 100გ თხილეული ( ნიგოზი, თხილი ,ნუში ან რაც თქვენ გსურთ). ჩვენი ცომის  გულსართი მზადაა - თხილეული , ჩირები და რომიანი ცუკატები.

ამასობაში,ცომი უკვე ძალიან ფუმფულა უნდა იყოს,დაუმატეთ მას ჩირები,თხილეული და ცუკატები.

საცხობ ფორმას გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ მასზე ცომი, გააჩერეთ კიდევ 20 წუთი,რომ კარგად ამოვიდეს. შემდეგ გადაუსვით ადღვებილი კვერცხის გული და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, 40-45 წუთი.