ტრამპი რუსეთისა და ჩინეთისთვის შეიარაღების შესახებ შეთანხმებას ამზადებს

ტრამპი რუსეთისა და ჩინეთისთვის შეიარაღების შესახებ შეთანხმებას ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ადმინისტრაციას დაავალა, შეიმუშაოს  ბირთვული იარაღის შემცირების პროექტი, რომელსაც შეუერთდება რუსეთი და ჩინეთი. ამის შესახებ თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა  The Washington Post-ი და CNN-ი წერს.

„პრეზიდენტმა გასაგებად თქვა, რომ შეიარაღების კონტროლი უნდა მოქმედებდეს რუსეთის და ჩინეთის მონაწილეობით“, - განუცხადა წყარო CNN-ს. მათი ცნობით, ახალმა შეთანხმებამ შეიძლება რუსეთისა და აშშ-ს სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შეთანხმება ჩაანაცვლოს.

ახალი ბირთვული შეთანხმების შედგენა ახლახან დაიწყეს. უცნობია, მოასწრებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია მის რეალიზებას 2021 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

თებერვალში აშშ-მა 1987 წელს საბჭოთა კავშირთან დადებული შეთანხმებიდან გასვლა დაიწყო, რომელიც მოკლე და გრძელ მანძილზე მფრინავ რაკეტებს შეეხებოდა. აშშ-მა რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. კრემლი ამას უარყოფდა. შეთანხებიდან გასვლის გამოცხადების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვულ შეთანხმებას ჩინეთთან გააფორმებს.