ისე, მაინც რომ იცოდეთ ვითომ “ნარკო-ექსპერტებმა”

ისე, მაინც რომ იცოდეთ ვითომ “ნარკო-ექსპერტებმა”

მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ისე, მაინც რომ იცოდეთ ვითომ “ნარკო-ექსპერტებმა”, დიდი ოდენობა არ ნიშნავს ბევრს! დიდ ოდენობად ითვლება 0,00000000001 მილიგრამიც. ლაპარაკია ნარკოტიკულ საშუალებაზე, როგორიც არის “გეროინი”, “კოკაინი”, “ამფეტამინი” და სხვა.

ერთჯერადი “შპრიცის” გამოყენების შემდეგ, რომ დაგიჭირონ, გადააგზავნონ ექსპერტიზაზე და იქ გრამის მეათასედი “გეროინი” ან “კოკაინი”, რომ აღმოჩნდეს, (არადა ყველა ვარინტში აღმოჩნდება) ეს უკვე ითვლება “დიდ ოდენობად”.  ასე რომ ათას სისულელეს ნუ წერთ ზოგიერთი “ექსპერტი”!!!! და უცებ ნუ დაასამარებთ ხოლმე და ნუ ჩაწიხლავთ ადამიანს, გინდა მსახიობი იყოს და გინდა “მარკშეიდერი”…  ნუ ხართ ჩასაფრებულ მდგომარეობაში.  ტეხავს “ტოვარიშჩი”, ტეხავს…”– წერს თემურ გვალია.