უკრაინულ ენას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება და მისი ცოდნა საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის სავალდებულო ხდება

უკრაინულ ენას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება და მისი ცოდნა საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის სავალდებულო ხდება

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც უკრაინულ ენას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება და მისი ცოდნა საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის სავალდებულო ხდება.

აღნიშნული კანონი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ იყო ინიცირებული.

ქვეყანაში ენის საკითხი, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ, უფრო სენსიტიური გახდა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა ვლადიმერ ზელენსკიმ, რომელიც თავად რუსულად უფრო ხშირად საუბრობს, ვიდრე უკრაინულად, განაცხადა, რომ მისი გუნდი განიხილავს ახალ კანონს და გადაწყვეტს, რამდენად არის დაცული უკრაინის ყველა მოქალაქის უფლება.

„ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი კანონები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ემსახურება საზოგადოების კონსოლიდაციას და არა პირიქით“, – დაწერა მან თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.