ირაკლი ღარიბაშვილი კრისტიან ურსეს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი კრისტიან ურსეს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა.

შეხვედრისას საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.