დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა არ შეიწყალა

დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა არ შეიწყალა

დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა იმ 19 პატიმარს შორის, რომელიც დღეს პრეზიდენტმა შეიწყალა. 

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო, საპატრიარქოს პრეზიდენტისთვის დეკანოზის შეწყალების შუადგომლობით მიემართა.

საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო დღესასწაულების ფარგლებში მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ფარგლებში, 19 პატიმარი შეიწყალა.