ნინი ქარსელაძე: „სიცრუეა რასაც ჩემზე ამბობენ. ხვალ გავასაჯაროებ ყველაფერს“

ნინი ქარსელაძე: „სიცრუეა რასაც ჩემზე ამბობენ. ხვალ გავასაჯაროებ ყველაფერს“

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ნინი ქარსელაძე ახალსოფელში გასამართი კონცერტის სანაცვლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჰონორარის სახით 6 249 ლარს მიიღებს, თავად მომღერალი ტყუილს უწოდებს.

ნინი ქარსელაძე „პრაიმტაიმთან" განმარტავს, რომ ახალოსოფელში, სოფლის დღესასწაულზე გასამართ კონცერტზე მისი ჰონორარი მხოლოდ 1250 ლარს შეადგენს. ამ თანხაში შედის არა მხოლოდ კონცერტის, არამედ გზისა და კვების ხარჯებიც.

„ტყუილია ინფორმაცია, რომელიც ჩემს ჰონორარს უკავშირდება. ხელშეკრულებას ხვალ ვაფორმებ და აუცილებლად გავასაჯაროებ. საუბარია არა 6 249 ზე, არამედ 4999 ლარზე. თუმცა, ეს თანხა არა მხოლოდ ჩემი, არამედ „ქუჩის ბიჭების" ჰონორარიც არის, რადგან კონცერტში ისინიც იღებენ მონაწილეობას. შესაბამისად, 4999 ლარი ჩემზე და ქუჩის ბიჭების სამ წევრზე უნდა გადანაწილდეს", - განმარტავს ნინი ქარსელაძე.

ნინი ქარსელაძის და ჯგუფ ქუჩის ბიჭების მონაწილეობით კონცერტი ახალსოფელში, სოფლის დღესასწაულზე 30 აპრილს გაიმართება.