“შუამავლის როლში „ქართული ოცნება“ ნამდვილად არ გამოადგებათ”

“შუამავლის როლში „ქართული ოცნება“ ნამდვილად არ გამოადგებათ”

ჩვენ ორივე პარტიასთან, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად და გამარჯვებისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მმართველი გუნდის წევრი ამბობს, აღნიშნულ ორ პარტიას შორის კონფლიქტში „ქართული ოცნება“ შუამავლი ვერ იქნება.

„თუ კანდიდატებთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს” ერთმანეთთან შეუთანხმებლობა და კონფლიქტი აქვთ, შუამავლის როლში „ქართული ოცნება“ ნამდვილად არ გამოადგებათ. ჩვენ ორივე პოლიტიკურ პარტიასთან კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად და გამარჯვებისთვის მზად ვართ. ასე რომ, მათ არჩევნების დღეს ველოდებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დაარღვია. ბობოხიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.