რა კომენტარები გააკეთეს პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ოფიციალური შეხვედრის შემდეგ

რა კომენტარები გააკეთეს პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ოფიციალური შეხვედრის შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან დახურული შეხვედრა შეაფასა. „ჩვენ საკმაოდ დეტალური საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაზე და ორმხრივი კავშირის განვითარებაზე“, - განაცხადა პუტინმა.

კიმ ჩენ ინმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით ჩავიდა რუსეთში. „ჩვენი სახელმწიფოს ხალხის სახელით მინდა პატივისცემით მოვიკითხო პრეზიდენტი პუტინი და ძვირფასი რუსი მეგობრები“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

ლიდერების პირისპირ შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. დახურული საუბრის დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.