როდემდე შენარჩუნდება თბილი და მზიანი ამინდები საქართველოში

როდემდე შენარჩუნდება თბილი და მზიანი ამინდები საქართველოში

თბილი და უნალექო ამინდები საქართველოში აპრილის ბოლომდე შენარჩუნდება.

თბილისში პარასკევს შაბათს და კვირას ტემპერატურა 20 გრადუსამდე გათბება. 29 და 30 აპრილს კი 23 გრადუსამდე აიწევს.

ქუთაისში ჰაერის ტემპერატურა მთელი კვირის განმავლობაში 25 გრადუსამდე შენაჩუნდება.

ახალციხეში 26 აპრილს 17, ხოლო 30 აპრილის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუმსამდე აიწევს .

ზუგდიდში პარასკევს 26 აპრილს, მზიანი ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურაც 26 გრადუსი იქნება. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს და 29 გრადუსამდე დათბება.

მზიანი ამინდებია მოსალოდნელი ბათუმშიც , სადაც ტემპერატურა 21 გრადუსი იქნება.

თბილი და მზიანი ამინდება საქართველოში 30 აპრილამდე შენარჩუნდება.