კალაძე: ნუ მომთხოვთ, რაც 1966 წლის შემდეგ მეტროპოლიტენში არ გაკეთებულა, ერთ წელიწადში გავაკეთო

კალაძე: ნუ მომთხოვთ, რაც 1966 წლის შემდეგ მეტროპოლიტენში არ გაკეთებულა, ერთ წელიწადში გავაკეთო

თბილისი მერი, კახა კალაძე მეტროსადგურებში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ის, რაც 1966 წლის მერე არ გაკეთებულა, ერთ წელიწადში მისი გამოსწორება ფიზიკურად შეუძლებელია. მისივე თქმით, პროექტები, რომლებიც იყო მეტროსადგურებში, არ ექვემდებარება შესაბამის ნორმებს, ამიტომ თავიდან ხდება პროექტირებაც.

„ახლა მეტრო ჩვეულებრივად მუშაობს, არის ლოკალური პრობლემები, მაგრამ ყველაფრს ვაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს პრობლემების მოგვარება და აღმოფხვრა. იმას ახლა მე ნუ მომთხოვთ, რაც 1966 წლის შემდეგ არ გაკეთებულა, ერთ წელიწადში გავაკეთო, ამას ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. შპალები დღემდე ხუთი ათასი ცალია შეცვლილი, მთლიანი რაოდენობა არის 110 ათასი. შესაბამისად, ბევრია პრობლემა, თუმცა მოგვარებადია. რაც შეეხება სადგურების რეაბილიტაციას - თანხები არსებობს, მაგრამ იმ პროექტებით, რაც იყო გაკეთებული, პასუხიმგებლობას ვერ ავიღებ, რომ ხვალ კიდევ რაღაც უბედურება არ მოხდეს. პროექტები არ ექვემდებარებოდა იმ ნორმებს, რომლებიც უნდა იყოს მეტროს სადგურებში, შესაბამისად, თავიდან ხდება პროექტების გაკეთება. რაც იყო ვარკეთილში გაკეთებული, თავზე დაგვემხო. ასეთი რაღაცები რომ არ მოგვივიდეს, საჭიროა კარგი დაპროექტება და ხარისხიანი შესრულება", - განაცხადა კახა კალაძემ.