წიწილებს დავითვლით 19 მაისს

წიწილებს დავითვლით 19 მაისს

„ეს იმდენად მსუბუქი გადაცდომაა მათი მხრიდან, ყურადღების გამახვილებაც არ ღირს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის ბრიფინგის კომენტირებისას განაცხადა. „ნაციონალურ მოძრაობას" ისეთი შეცდომები აქვს დაშვებული 9 წლის განმავლობაში, ასეთ შეცდომებზე არ დავწვრილმანდები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ამასთან,  პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ ამოცანაა, „ნაციონალური მოძრაობაც“ დაამარცხოს და „ევროპული საქართველოც“. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მის პარტიას შუალედურ არჩევნებში შთამბეჭდავი შედეგი ექნება.  „ჩვენი ამოცანაა დავამარცხოთ ერთიც, მეორეც და ორივე. ჩვენც დავითვლით წიწილებს 19 მაისს და ვნახავთ, შედეგი იქნება შთამბეჭდავი „ქართული ოცნებისთვის“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.