"დავით გარეჯის საკითხზე არც პროვოკაციას გამოვრიცხავ"

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ დავით გარეჯის საკითხზე გადასამოწმებელია ყველა ინფორმაცია.

მისი თქმით, პროვოკაციას არ გამორიცხავს.

„ყველას უნდა დაველაპარაკოთ, ეკლესიასაც, აზერბაიჯანსაც, რადგან დიპლომატიური ხაზები არსებობს. გადასამოწმებელია ყველა ინფორმაცია, რომელიც საკითხს ეხება. არც პროვოკაციას გამოვრიცხავ. ფაქტია, ამ თემაზე მუშაობაა საჭირო. ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელიც ქვეყანას აქვს, თუმცა ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, რაც საქართველო-აზერბაიჯანს გააჩნიათ, ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარასოდეს არ უნდა დადგეს",- განაცხადა გია ვოლსკიმ.

დავით გარეჯის მონასტრის ბერების განცხადებით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სამონასტრო კომპლექსში აღდგომის ტაძართან მისასვლელი გზა მას შემდეგ ჩაკეტეს რაც მონასტერში სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისკენ მისასვლელი გზა ჩაკეტეს. უკვე სამი დღეა, ტაძარში არც ბერებს და არც მომლოცველებს არ უშვებენ.