მინისტრის აღიარება: სიღარიბე და უმუშევრობა რამდენიმე წელი კიდევ იქნება

მინისტრის აღიარება: სიღარიბე და უმუშევრობა რამდენიმე წელი კიდევ იქნება

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის აზრით, ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იქნება ისეთი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა და სიღარიბე.

"საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს პრობლემები იყო მწვავედ და ალბათ, ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იქნება ისეთი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა და სიღარიბე. მე, როდესაც ვამბობ, რომ ტენდენცია არის გაუმჯობესებისკენ და ვამბობ რომ სიღარიბეა 30%-დან 21%-მდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა დავიწყოთ და კმაყოფილი ვიყოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია, უბრალოდ, რამდენიმე წელი მინიმუმ ამას დასჭირდება“,- განაცხადა "360 გრადუსში" მაჭავარიანმა.