“კახიმ უკეთ იცის…”

“კახიმ უკეთ იცის…”

გუშინ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერის მოადგილეებსა და ვიცე-მერს ხელფასები გაეზარდათ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, მოადგილეებსაც და ვიცე-მერსაც აკრძალული აქვთ დანამატებისა და პრემიის აღება, რასაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არეგულირებს.

მისივე თქმით, მსგავსი ინფორმაციების გავრცელება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

აღნიშნულ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი შალვა კუჭაშვილი სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” გამოეხმაურა:

“კახიმ კი თქვა ჩემი ვერცერთი მოადგილე პრემიას ვერ მიიღებსო, მაგრამ ვფიქრობ, თუ ვინმეს პრემია ეკუთვნის თბილისის მერიაში დასაქმებული ადამიანები პირველი უნდა იყვნენ, ეს ადამიანები ყოველდღე დაუღალავად შრომობენ თბილისისთვის.

ყოველდღე, ყოველ ქუჩაზე რაღაც კეთდება, ყოველდღე ახალი სტადიონები და სკვერები იხსნება, ლამაზდება ჩვენი ქალაქი…

ქალაქის მერი ერთადერთია სახელისუფლებო პირთა შორის, რომელიც ყველა თავის დანაპირებს პირნათლად ასრულებს.

მაგრამ კახიმ უკეთ იცის, ნუ გავიწყდებათ, რომ თავად ხელფასსაც კი არ იღებს!”– წერს კუჭაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.