არ გამოვრიცხავ, რომ საკმაოდ მოკლე ხანში სააკაშვილის და პოროშენკოს ინტერესები თანხვედრაში მოვიდეს

არ გამოვრიცხავ, რომ საკმაოდ მოკლე ხანში სააკაშვილის და პოროშენკოს ინტერესები თანხვედრაში მოვიდეს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე არ გამომრიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ურთიერთობები მალევე დაიძაბოს და მან კვლავ პეტრო პოროშენკოსთან გამონახოს საერთო ენა.

“არ გამოვრიცხავ, რომ საკმაოდ მოკლე ხანში, ორი აწ უკვე ოპოზიციონერი პრეზიდენტის, სააკაშვილის და პოროშენკოს ინტერესები თანხვედრაში მოვიდეს და ისინი კვლავ “დამეგობრდნენ” ! მერე ნახეთ კიჟინი, “მიშა გენიოსია, პოროხა ჯიგარი, ვაშაძე წინასწარმეტყველი !”

ამ დროს, არაფერი განსაკუთრებული მოხდება. მხოლოდ ჩვეულებრივი პოლიტიკა. ინტერესების დროებითი თანხვედრა. დროებითი ალიანსები.

ახალია რამე ? ჯერ არ გინახავთ?”- წერს მამუკა გამყრელიძე.