პანკისის სახალხო კრებამ განაჩენი გამოიტანა:

პანკისის სახალხო კრებამ განაჩენი გამოიტანა: "ჰესის მშენებლობის თემას წერტილი დაესვა"

ხადორი 3 ჰესთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში გადაწყვეტილება მიღებულია, ჰესი არ უნდა აშენდეს. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა პანკისიდან, სულხან ბორძიკაშვილმა სახალხო კრების დასრულების შემდეგ ტელეკომპანია "პირველს" განუცხადა.

"ამ მომენტში წერტილდასმულია ხადორი 3-ის მშენებლობის თემა, საერთოდ ამის დაშვებაზე მოლაპარაკების გამართვა", - ამბობს ბორძიკაშვილი.

"ხადორი 3"-ისგან გასხვავებით, სამყურისწყალზე დაგეგმილ ჰესზე ხეობაში მზადყოფნა არსებობს.

"ამაზე თავისუფლად შეიძლება მოლაპარაკება და ახლო მომავალში ამ ჰესის მშენებლობის დაწყება, 50-ჯერ უფრო დიდია "ხადორი 3"-ზე და ბევრად უფრო მომგებიანი რეგიონისთვისა და ინვეტსორისთვისაც", - განაცხადა ბორძიკაშვილმა.