თბილისის მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე დაზიანებულ ელექტროსადენებზე ხანძარი გაჩნდა, დაიწვა ელექტროძაბვის ხაზები. ამჟამად ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
როგორც "პირველ არხს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, სადგურებიდან მგზავრები გაიყვანეს და სადენის შესაკეთებლად გასულია ტექნიკური ჯგუფი. მათი ინფორმაციით, 10-15 წუთში მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება, კერძოდ, "სადგურის მოედანი-ვარკეთილისა" და "ვარკეთილი-სადგურის მოედნის" მიმართულებით.