“არ მივცემ უფლებას უსამართლოდ მოგექცეს!..”

“არ მივცემ უფლებას უსამართლოდ მოგექცეს!..”

სულ მცირე სახლში, კიევში დაბრუნება მინდა, უკვე მივმართე უკრაინის უსაფრთხების სამსახურსა და უკრაინის სასაზღვრო ჯარებს, გააუქმონ ეს იდიოტური შეზღუდვა, – ასე უპასუხა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტის კითხვას, “დაბრუნდება თუ არა პოლიტიკურ ცხოვრებაში ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტობისას”.

სააკაშვილის თქმით, მისთვის როგორც უკრაინა, ისე საქართველო არის სახლი. ამასთან იგი ამბობს, რომ უნიკალურ სიტუაციაშია, რადგან ერთადერთი სახელმწიფო მეთაურია, რომელსაც 2 ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ერთადერთი ადამიანია, რომელიც არა თუ გარბის, არამედ სურს და ამბობს, რომ გაასამართლონ.

„უკრაინაში ჩემი ცხოვრების მრავალი წელი გავატარე, ხუთი წელი იქ ვსწავლობდი, შემდეგ ორი წელი ჯარში გავატარე. შემდეგ ვიყავი უკრაინის ყველაზე სტრატეგიული ოლქის ხელმძღვანელი. ასე, რომ ჩემთვის უკრაინა ასევე არის სახლი. მე არ ვარ ლტოლვილი, მე არ გავრბივარ. სახლში უკრაინასა და საქართველოში ადგილობრივი ოლიგარქები არ მიშვებენ. როდესაც პოროშენკო მაძევებდა უკრაინიდან, საქართველოში დაკეტეს აეროპორტი, მათ შეეშინდათ, რომ მე საქართველოში ჩამიყვანდნენ. ოლიგარქებს არ ვუნდივარ. მე უნიკალურ სიტუაციაში ვარ – ისტორიაში ერთადერთი სახელმწიფო მეთაური ვარ, რომელსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც არა თუ არ გარბის, არამედ სურს და ამბობს, წამიყვანეთ ციხეში, წამიყვანეთ სასამართლოში, გამასამართლეთ, ჩამსვით ციხეში, მაგრამ მეუბნებიან, სადაც ხარ, იქ იყავიო“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში საუბრისას.

სააკაშვილის განცხადებას “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მას ადვოკატობა შესთავაზა.

დეპუტატი სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მისი უფლებების დაცვას სთავაზობს.

„მიშა, მე რომ არ მიშვებდნენ საქართველოში, ვიპოვე ახლობლის ახლობელი, რომელიც დეპორტით დამეხმარა, შენც ამ გზით გირჩევ წამოსვლას, გაძლევ პირობას, მე ვიქნები შენი ერთერთი ადვოკატი, რომელიც არ მივცემ უფლებას ხელისუფლებას, უსამართლოდ მოგექცეს!

მე და ჩემი თანამოაზრეები არ დავანებებთ ხელისუფლებას, მოგექცნენ ისე, როგორც შენ გვექცეოდი! მხოლოდ დანაშაულის შესაბამისად გაგასამართლებენ და არა ისე, შენ რომ შეგვითხზე 300 ათას ქართველს სისხლის სამართლის საქმეები”, – წერს ემზარ კვიციანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

თამაზი კაცი ყ-ე
6 წლის უკან