კიმ ჩენ ინი რუსეთში მატარებლით ჩავიდა

კიმ ჩენ ინი რუსეთში მატარებლით ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უკვე რუსეთშია. ის კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მატარებლით ჩავიდა. ამის შესახებ CNN წერს.

კიმ ჩენ ინის დელეგაციაში არიან კორეის არმიის გენერალური შტაბისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელები.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 25 აპრილს, ვლადივოსტოკში შეხვდებიან.  სამიტზე განხილვის მთავარი თემები მხარეებს შორის ურთიერთობა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ბირთვული საკითხის დარეგულირება იქნება.