„ლევან ჯიბღაშვილს ჰყავს მფარველი, რადგან ამ ერთი ადამიანის მიმართ განსხვავებული მიდგომაა“

„ლევან ჯიბღაშვილს ჰყავს მფარველი, რადგან ამ ერთი ადამიანის მიმართ განსხვავებული მიდგომაა“

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას "ევროპულ საქართველოში" ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ჯიბღაშვილს მფარველი ჰყავს და შესაბამისად, ადგილი აქვს შერჩევით სამართალს.

„ფაქტია, ლევან ჯიბღაშვილს ჰყავს მფარველი და პატრონი. როცა გრამებზეა საუბარი, წინასწარი პატიმრობის გამოყენების გარეშე არცერთ სასამართლოს პროცესს არ ჩაუვლია. ამ ერთი ადამიანის მიმართ კი განსხვავებული მიდგომაა, ვიდრე სხვა ანალოგიური დანაშაულის ჩადენის მიმართ. როცა საქმე შერჩევას ეხება, აღმოჩნდება, რომ ვიღაცის ახლობელია", - აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.

ბიზნესმაენი და მსახიობი ნარკოდანაშაულის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გუშინ კი ლევან ჯიბღაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.