მეფე ბრუნდება - დავით ბაგრატიონი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს

მეფე ბრუნდება - დავით ბაგრატიონი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, ბრალდებები, რომელიც ბოლო პერიოდში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ისმის, აბსურდულია.

„ბოლო ხანს მიზნამიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ძალადობა მისი ყოფილი მეუღლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ. ამ ინფორმაციას გააჩნია ერთადერთი მიზანი - მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატივისა და ღირსების შელახვა. რატომღაც, ე.წ. დაზარალებულის მიერ ამ ფაქტის გასაჯაროება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სამოქალქო სარჩელი. მათი განმარტებით კი, თითქოს ეს ძალადობა განხორციელდა 5 წლის წინ, რაც ძალიან უცნაურია. ძალიან მარტივია დასკვნის გამოტანა - ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღდმეგ", - განაცხადა „პრაიმტაიმის" პრესკლუბში ადვოკატმა.

ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უახლოეს დღეებში საქართველოში დაბრუნდება და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

"ასევე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ემალება გამოძიებას და ამ მოტივით დატოვა ქვეყანა. ვადასტურებ, რომ ბატონი დავითი ამ დროისთვის ნამდვილად არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მისი გამგზავრება უკავშირდება დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ის უახლოეს დღეებში აპირებს დაბრუნებას, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ნებისმიერ კითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი", - დასძინა უფლებადამცველმა.

სოციალისტი რა მეფე, რის მეფე, ვისი მეფეა?! მაგრად დაგიჩოჩდათ კრამიტი, უკვე ჩამოვარდნაზეა! გულივერის მოგზაურობა გადაიკითხეთ, სანამ ვინმემ თავზე გადაგვაფსა ხანძრის ჩასაქრობად!
6 წლის უკან