თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სხვადასხვა საშუალებებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს მერის მოადგილეებმა და ვიცე-მერმა ხელფასები მოიმატეს.
მერმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციას ტყუილია.
„ხშირად ვრცელდებოდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით არასწორი ინფორმაცია, თითქოს დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და ასევე ვიცე-მერმა 2018 წელს მოიმატეს ხელფასები, დაახლოებით საუბარი იყო 113 და 119%-ის მატებაზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო და მე ვალდებული ვარ მოსახლეობას ავუხსნა და გავაკეთო განმარტებები, ამას პოლიტიკოსებისთვის არ ვაკეთებ, ამას ვაკეთებ მოსახლეობისთვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს.
საჯარო სამსახურის რეფორმა განხორციელდა 2017 წელს და ძალაში შევიდა 2018 წლის პირველი იანვრიდან, რომლითაც ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი. ადამიანებს ჰქონდათ ხელფასი, რაც არის თანამდებობრივი სარგო, იღებდნენ დანამატს, პრემიებს, ეს მავნე პრაქტიკა წლების განმავლობაში იყო. ახალმა კანონმა ეს დაარეგულირა- ხელფასი და დანამატი გაერთიანდა და დაერქვა თანამდებობრივი სარგო, პარალელურად აიკრძალა პრემიები. ვერც ერთი ჩემი მოადგილე დღეს ვერ იღებს ვერც პრემიას ვერც დანამატს“,- განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერმა ასევე, მედიას წარუდგინა სტატისტიკა, თუ როგორია დღეს მერის მოადგილეების ხელფასები და როგორი იყო 2013 წელს“
„კაი გემოვნება დ კაი მადა ჰქონიათ რა“ – განაცხადა კახა კალაძემ.